ლეველი 3-დან
ლეველ 10-მდე.

ყოველდღიური მისიები, მოკლე გაკვეთილები და მწვრთნელები, რომლებიც შენს თამაშს ამოწმებენ. ყველაფერი ქართულად და შენს დონეზე მორგებული.

  • 3 სისტემა დონის მიხედვით
  • 7 დღე, ყოველდღე სხვა მისიები
  • 0 ₾ პირველი 3 დღე
FACEIT შენი გზა: ჯერ საფუძველი, მერე ტაქტიკა, ბოლოს გუნდი და სცენა.

სამი სისტემა — შენი დონის მიხედვით

დარეგისტრირებისას აირჩევ შენს ლეველს. თითოეულ სისტემაში კვირის ყოველ დღეს სხვა მისიები და საკუთარი გაკვეთილებია.

3–5

დამწყები

სწორ ხელში მოხვედრა

  • სწორი sensitivity და aim
  • რეზოლუცია და კონფიგი
  • utility private სერვერზე
  • crosshair placement და პოზიციონირება
  • ყოველდღიური ვარჯიშის რუტინა
Basic პაკეტიდან
5–9

საშუალო

ცოდნა, რომელიც ლეველს წევს

  • ინსტა და mid smoke-ები
  • execute-ები და retake
  • ტრეიდი და როლის თამაში
  • mid-round გადაწყვეტილებები
  • დემოს ანალიზი და ტილტის კონტროლი
Plus პაკეტიდან
10

გამოცდილი

სერიოზული მიდგომა

  • დემოს განხილვა მწვრთნელთან
  • კომუნიკაცია და გუნდური თამაში
  • მექანიკა, სროლა, crosshair placement
  • გადაწყვეტილებები და მენტალი
  • სკრიმები და ტურნირები
Premium

როგორ მუშაობს

ერთი დღე Road To Pro-ზე 30–60 წუთია. საკმარისია, რომ ყოველდღე უკეთესი გახდე და არა იმდენი, რომ დაიღალო.

  1. დარეგისტრირდი

    სახელი, ნიკნეიმი და ელფოსტა. 3 დღე ყველაფერი უფასოა დამწყებთა სისტემაში.

  2. მოგვიყევი შენს თამაშზე

    შენი T როლი, რუკები და CT პოზიცია თითოეულზე. პორტალი ყოველდღე გეტყვის დღის რუკას და შენს ადგილს.

  3. შეასრულე დღის მისიები

    ვარჯიში, მატჩები და გაკვეთილები ტესტით. სადაც საჭიროა, ატვირთავ სქრინშოტს.

  4. მწვრთნელი ამოწმებს

    დადასტურებულ მისიაზე XP გერიცხება, ლეველი იზრდება და ბეთლფასის ჯილდოები იხსნება.

ბეთლფასი: სწავლობ და იგებ

ყოველი XP სეზონის ტირებს ხსნის: ბეჯები, ტიტულები, ავატარის ჩარჩოები და ბილეთები სკინების გათამაშებისთვის. ბილეთს მხოლოდ სწავლით მოიპოვებ — არასდროს ფულით.

პაკეტები

პირველი 3 დღე უფასოა. მერე აირჩევ პაკეტს — წვდომა 30 დღით, ნებისმიერ დროს გააგრძელებ.

Basic

დამწყებთათვის

40 ₾ / 30 დღე

  • დამწყები სისტემა (3–5)
  • ყოველდღიური მისიები და გაკვეთილები
  • ბეთლფასის უფასო ხაზი
  • გათამაშებები
დაიწყე უფასოდ

Plus

საშუალო დონისთვის

60 ₾ / 30 დღე

  • საშუალო სისტემა (5–9)
  • დამწყები სისტემაც
  • ყოველდღიური მისიები და გაკვეთილები
  • ბეთლფასის უფასო ხაზი
დაიწყე უფასოდ

ყველაფერი ერთად

Premium

ვისაც სცენა უნდა

90 ₾ / 30 დღე

  • სამივე სისტემა, 10 ლეველის ჩათვლით
  • ბეთლფასის პრემიუმ ხაზი: ჩარჩოები და ტიტულები
  • მწვრთნელის პრიორიტეტული შემოწმება
დაიწყე უფასოდ

ხშირი კითხვები

რა მჭირდება დასაწყებად?

CS2, Steam ანგარიში და 30 წუთი დღეში. FACEIT სასურველია, რომ პროგრესი ლეველით გაზომო.

როგორ ვიხდი?

ჯერჯერობით საბანკო გადარიცხვით: პორტალში აირჩევ პაკეტს, ნახავ რეკვიზიტებს და დააჭერ „გადავიხადე". დადასტურების შემდეგ წვდომა მაშინვე გეხსნება.

რა ხდება 3 დღის შემდეგ?

თუ პაკეტი არ აირჩიე, მისიები და გაკვეთილები იკეტება. შენი პროგრესი, XP და ბეთლფასი არ იკარგება.

არასრულწლოვანი ვარ. შემიძლია?

კი, მშობლის თანხმობით. გადახდასაც მშობელი ახორციელებს.

როგორ მუშაობს გათამაშება?

ბეთლფასის ტირებზე იღებ ბილეთებს და ჩადებ გათამაშებაში. რაც მეტი ბილეთი, მით მეტი შანსი. ბილეთი არ იყიდება.

შენი პირველი მისია დღესვე გელოდება.

დაიწყე 3 დღე უფასოდ